მსოფლიოს გამორჩეული ადგილები

   მსოფლიოს გამორჩეული ადგილები
     ალბათ ყველა დამეთანხმება, რომ  დედამიწის მოსახლეობის უმეტესობისათვის მოგზაურობა, ბუნების მშვენიერებით ტკბობა, ჯანსაღი ცხოვრების წესის აუცილებლობაზე ფიქრი ჯერ კიდევ ტრადიციად არ არის ქცეული. ჩვენს ჯანმრთელობასა და კეთიდღეობაზე ზრუნვის საშუალებას არც ჯიბე გვაძლებს (მარტივად რომ ვთქვათ) და არც ყოფითი პრობლემები, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს რომ ადამიანი მუდმივად ვითარდება და იმისათვის რომ განვითარდეს ჩვენს ეკოსისტემის ყველა სიკეთე უნდა შეიმეცნოს და რაციონალურად გამოიყენოს, ერთი სიტყვით თუ გინდა რომ ჯანმრთელი და ბედნიერი იყო, მზად იყო წინსვლისათვის, გაიუმჯობესო ცხოვრების პირობები, სიახლეების ძებნას არ უნდა შეუშინდე. ჯობია ხანდახან მოდურ ტანისამოსზე და მაღალკალორიულ საკვებზე (რომელიც შენს ჯანმრთელობას არაფერს მოუმატებს) უარი თქვა და შენი ფინანსები მსოფლიოს, საკუთარი ქვეყნის  ან თუნდაც  საკუთარი  ქალაქის /სოფლის  ღირშესანიშნაობების ან უბრალოდ ლამაზი ადგილების სანახავად დაზოგო. ილიამ თქვა „ მოძრაობა და მხოლოდ მოძრაობა არის ქვეყნის სიცოცხლისა და ძალის მომცემი“ მე კი ვიტყოდი: მოგზაურობა და მხოლოდ მოგზაურობა გახლავთ ადამიანის განვითარებისათვის მისი სულიერი ძალების სრულყოფისათვის აუცილებელი პირობა, გარემოთი ტკბობასაც ხომ ნიჭი უნდა. ისე არ უნდა წავიდეს ადამიანი ამ ქვეყნიდან რომ ეს ნიჭი არ აღმოაჩინოს თავის თავში. მე სიამოვნებით ვიმოგზაურებდი და მოვინახულებდი ზოგიერთ უცნაურ და საინტერესო ადგილს რომელთა ჩამონათვალიც თქვენც მინდა გაგიზიაროთ.
      ჩვენი პლანეტის ეკოსისტემა საკმაოდ მრავალფეროვანია, ამიტომაც დედამიწაზე უამრვი საინტერესო, ლამაზი, ორიგინალური, არაორდინარული და მშვენიერი ადგილი არსებობს. ზოგიერთი მათგანის განსხვავებულობა და თავისებურება უსათუოდ  გაგაოცებთ. მაგალითად, პირადად მე როდესაც ინტერნეტში ძრომიალისას აღმოვაჩინე ნიუ-იორკში მდებარე „მარადიული ცეცხლის“ ჩანჩქერის არსებობა გაოგნებული და გაკვირვებული დავრჩი. ულამაზესია ამ ჩანჩქერის ფოტოსურათიც. ასევე ის  დედამიწაზე ერთადერთი ადგილია, სადაც ერთად  ვნახავთ წყალს და ცეცხლს.    
       ასევე  ულამაზესია თურქეთში მდებარე მთის ფერდობი ფამუქ-ქალი იგივე „ბამბის ციხე“ რომელსაც კალციუმით მდიდარი თერმული წყლები ქმნის. აღსანიშნავია ისიც რომ 1988 წელს ეს ადგილი იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შეიტანეს. ,,ბამბის ციხის“  სიმაღლე 160 მ-ია, სიგანე კი -2700 მ.
     საკმაოდ უცნაურია ანტარქტიდაში მდებარე ტელორის მყინვარი, როლიდანაც წამოსული          მდინარე   დიდი რაოდენობით რკინის ოქსიდს შეიცავს. იგი  ჟანგბათთან ურთიერთქმედებისას იჟანგება და წყალს წითელ შეფერილობას აძლევს, ამიტომაც მას  „სისხლის მდინარე“ უწოდეს  ეს არაორდინალური ადგილი   1911 წელს აღმოაჩინეს .
   2 მილიარდი წლის წინ დედამიწის გეოლოგიური ფორმირების შედეგად წარმოქმნილი რორაიმას მთა რომლის სიმაღლეც 2810 მ ია. რორაიმას მთის მწვერვალზე  პირველად  სერ ევრარდ თარნი და მისი ექსპედიციის  წევრები    ავიდნენ. ეს მოხდა 1884 წელს.     
ასევე საკმაოდ უცნაურია ე.წ „მრუდე ტყე“, რომელშიც  90 გრადუსით ჩრდილოეთით გადახრილი 15 მ-იანი 400 მდე ხე იზრდება.
თვალწამრტაცი და განუმეორებელია ჩინეთში ჰუნანის პროვინციაში მდებარე ტიანზანის მთები, რომელებიც გამოირჩევა თავიანთი გრაციოზული ფორმით.
      ამ არაჩვეულებრივ ადგილთა   სურათების კოლაჟი  დაუსრულებელია. ყველას ალბათ ვერც მოინახულებს ადამიანი. მთავარია როგორ შეგვცვლის ამ სილამაზეთა ხილვა. მთავარია ისინი ხელოვნების ნიმუშებად აღვიქვათ, შემოქმედის ხელოვნების უიშვიათეს ტილოებად და ჩვენს  გონებაში, გულსა და სულში მივუჩინოთ სათანადო ადგილი. ეს სწორედ ისაა თვალს რომ ატკბობს,  გულს რომ ახარებს  და გონებას აჯანსაღებს. ბანალური ვიქნები და გავიმეორებ ,,ჯანსაღ სხეულში ჯანსაღი სულია“. სულით და სხეულით ჯანმრთელი ადამიანი კი მუდმივად ვითარდება , ასე სჭირდება სრულყოფილებას. 
  

Комментариев нет:

Отправить комментарий