ბუნება მბრძანებელია

ბუნება  მბრძანებელია
       რადგან, ჩვენი ბუმბერაზი პლანეტა  იმაზე დიდია ვიდრე წარმოდგენა შემიძლია, მისი ძირფესვიანად შეცნობა გამიჭირდება. თუმცა  რაც უფრო მეტს ვფიქრობ და ვეძიები ვხვდები რომ, ბუნება მბრძანებელია.   დიახ  არ მოგესმათ ვთქვი რომ, ბუნება მბრძანებელია ამიტომაც მისი „გაბრაზება“   არ ღირს. ამას ადასტურებს ის ფაქტიც რომ, გაეროს მონაცემებით სტიქიური მოვლენების გამო  მსოფლიოში ყოველწლიურად 200 მილიონზე მეტი ადამიანი ზარალდება რაც არ უნდა ვიფიქროთ ამ ყველაფერში დამნაშავე ბუნებასთან ერთად ადამიანიცაა, ვინაიდან  უდიერად და  გაუცნობიერებლად ექცევიან გარემოს, ასევე არარაციონალურად იყენებენ ბუნებრივ რესურსებს,  უხარისხოდ და მხოლოდ პირადი მიზნებისთვის აშენებენ ამ თუ იმ შენობებს/ქალაქებს. არ ფიქრობენ შედეგებზე. საგანგაშოა ისიც, რომ ეკომიგრანტთა რაოდენობა 25 მილიონს აღწევს და საერთაშორისო ორგანიზაციების პროგნოზით 2050 წლისთვის  ეს რიცხვი 200 მილიონს გადააჭარბებს. კლიმატის ცვლილებების გამო მსოფლიოში ბოლო 30 წლის გამნავლობაში საკმაოდ გაიზარდა ბუნებრივი კატასტროფების  სიხშირე. მთელს პლანეტაზე   წელიწადში 600-მდე სტიქიური უბედურება ხდება , რაც ერთობ აღმაშფოთებელია.
       მოდი გავიხსენოთ 2015 წლის 13 ივნისს თბილისში მომხდარი წყალდიდობა. დამეთანხმებით რომ, ვერეს ადიდებამ მძიმე შედეგები მოგვიტანა და დღემდე ქართველი ერის გულისტკივილია. ამ კატასტროფამ 19 ადამიანი იმსხვერპლა, ხოლო 200-ზე მეტი ადამიანი უსახლკაროდ დარჩა.  მატერიალურმა  ზარალმა კი  დაახლოებით 50 მილიონი ლარი შეადგინა.  დაღუპელთათვის პატივის მისაგებად 15 ივნისი გლოვის დღედ გამოცხადდა. საკმაოდ დაზარალდნენ ზოოპარკის  ცხოველებიც, რომელთა მაწილი დაიღუპა, ნაწილი კი შუა ქალაქში აღმოჩნდა.  თუმცა მდინარე ვერე  2015 წელს  პირველად არ ადიდებულა, აღნიშნულმა მდინარემ უხვწყლიანობით თავი გამოიჩინა  1960, 1963, 1972 და 1955 წლებშიც
     შემაძწუნებელი შედეგებით დასრულდა 2011 წლის  11 მარტს იაპონიაში მომხდარი 8,9 ბალიანი მიწისძვრა, რომელიც  მსოფლიოს უძლიერესი მიწისძვრების ხუთეულში შედისმწისძვრისას   14 063  ადამიანი დაიღუპახოლო --  4916 ადამიანი დაშავდა.
    1906 წლის 18 აპრილს ქ. სან-ფრანცისკო 8 ბალიანმა მიწისძვრამ შეძრა. ქალაქს უზარმზარი ზარალი მიაყენა როგორც მიწისძვრამ ასევე ხამძარმა. მოსახლეობამ სპეციალურად დაწვა საკუთარი სახლები, რადგან ისინი   ხანძრისგან განსხვავებით მიწისძვირგან დაზღვეული არ იყო. შენობების 80% დაინგრა/დაიწვა. დაიღუპა 3000 ადამიანი.
    დიდი ნგრევა და მსხვერპლი გამოიწვია  1908 წ  28 დეკემბეს მომხარმა 7,5 ბალის  მიწისძვრმ,  რომელსაც 200 000-მდე ადამიანი შეეწიირა.  270  000 ადამიანი ემსხვერპლა 1920 წ 16 დეკემრრის მიწისძვრას ჩინეტის ერთ-ერთ პროვინციაში.
  ასევე დამანგრეველი აღმოჩნდა  1995 წ 16 იანვარს  იაპონიაში მომხდარი მიწისძვრა, რომელსაც ემსხვერპლა 6000 ადამიანი, დაშავებულთა რიცხვი 26 000- ს აღწევს. ასევე საყურადღებო, რომ ქალაქში 200 000  შენობა დაინდრა.
ერთ- ერთ ინტერნეტსაიტზე ვკითხულობთ „მსოფლიოს ერთ-ერთ უღარიბეს ქვეყანაშიჰაიტიში 2010 წლის 12 იანვარს მოხდა დამანგრეველი 7-ბალიანი მიწისძვრარომლის ძირითადი დარტყმა იგრძნო თავის თავზე დედაქალაქ პორტ--პრენსმაშედეგადისედაც ღატაკი ქვეყნის 3 მლნ მოქალაქე დარჩა უსახლკაროდდაინგრა ყველა საავადმყოფოათასობით საცხოვრებელი სახლიდაღუპულთა რაოდენობამ მიაღწია 230 000 ადამიანსსტიქიურ უბედურებას დაემატა კრიმინალური ქაოსი - დანგრეულ ქალაქს შეესივნენ ციხეებიდან გაქცეული პატიმრებიმოროდიორები და ორგანიზებული ბანდებიმატერიალურმა ზარალმა მიაღწია 5,6 მლრდ დოლარსსტიქიის შედეგების აღმოფხვრაში ქვეყანას დაეხმარა მთელი მსოფლიოთუმცა მიწისძვრიდან გასული 7 წლის შემდეგ80 000-ზე მეტი დაზარალებული დღემდე კარვებში ცხოვრობს.https://commersant.ge/ge/post/msoflio-istoriashi-12-yvelaze-damangreveli-miwisdzvra .
      მსოფლიოში მომხარი სტიქიური უბედურებების ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს. მე არ შემიძლია არ ავღნიშნო, რომ  მსგავსი შემთხვევები ნამდვილი კატასტროფაა, უმძიმესი შედეგებით. ამიტომაც ჩვენ  ადამიანები შეძლებისდაგვარად უნდა ვეცადოთ მათი  თავიდან არიდებას, თუმცა  ნათქვამია „ თავს ზევით ძალა არ არისო“,  რას ვიზავთ როდესაც აქ   მბრძანებელი   ბუნებაა.
მიზანი 15: დედამიწის ეკოსისტემების დაცვა, აღდგენა და მდგრადი გამოყენება, ტყეების გონივრული მართვა, გაუდაბურების აღკვეთა, ნიადაგის დეგრადაციის შეჩერება და  აღდგენა-გაუმჯობესება, ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება.

Комментариев нет:

Отправить комментарий