შენ მარტო არ ხარ

შენ მარტო არ ხარ!!!
 „ერთი ყველასათვის და ყველა ერთისათვის„  
 ხშირად გამიგონია  მოიქეცი ნორმარული ადამიანივით“!   ჩემი აზრით, 
  ნორმა არ   არსებობს!!!
   ყველა პიროვნება ერთნაირი ვერ იქნებაყველას ვერ ექნება ერთნაირი შესაძლებლობები (როგორც ფიზიკური ისე გონებრივი).  ასერომ ყველა ადამიანი განსხვავებულია,  
თუმცა  ამ განსხვავების მიუხე ავად,   ყველას აქვს სიცოცხლისა და ზრდა-განვითარების უფლებაყველა თანაბარიაგახსოვდეს „ შენი უფლებები მთავდება იქ,  სადაც იწყება სხვისი უფლებები“.  რაც შეეხება    შეზღუდული შესაძლებლობების მქონე (შშმ) პირის  უფლებებს,  სახელმწიფო ვალდებულია,  მათ  შეუქმნას ყველა საჭირო პირობა ინდივიდუალური განვითარებისთვისსპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე  (სსსმპირებსათვის  კი საჭიროა ეროვნული სასწავლო გეგმის მოდიფიცირება,  ანუ 
ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შედგენა და განხორციელება.  სსსმ  მოსწავლეები ჩართულნი არიან ინკლუზიური განათლების პროგრამაში. ნკლუზიური განათლების დანერგვა პროფესიული განათლების სისტემაში, რომელიც  2013 წლის  იანვრიდან  დაიწყო.  ეს პროგრამა გულისხმობს სსსმ მოსწავლისათვის მოქნილი და მის შესაძლებლობებს მორგებული გრძელვადიანი და მოკლევადიანი მიზნების ჩამოყალიბებასა და შესაბამისი აქტივობების შედგენას, რომელსაც მულტიდისციპლინარული გუნდი განიხილავს.  სსსმ მოსწავლე მარტო არაა საკუთარ განსაკუთრებულობასთან. მას  არაერთი პროფესიონალი პედაგოგი  ეხმარება და   წარმატებისათვის გზას უკვალავს. ამავდროულად,  სსსმ  მოსწავლეებისათვის   მნიშვნელოვანია თანატოლებთან კომუნიკაცია „ ერთი ყველასთვის და ყველა ერთისათვის“. ჩვენ მზად ვართ თანადგომა გამოუცხადოთ   სსსმ   მოსწავლეებს.
     სსსმ მოსწავლე ჩემს  კლასშიცაა, ის  გულკეთილი და ყურადღებიანია.   უყვარს ჩვენთან ერთად ღონისძიებებში მონაწილეობა და  სასკოლო ექსკურსიებზე წამოსვლა, ჩვენ ერთად დასუფთავების აქციებსა და  ეზოს გამწვანების ღონისძიებებშიც ვმონაწილეობთ.  არ დაგიმალავთ და თავიდან მას პრობლემები ჰქონდა ჩვენთან ურთიერთობაში, ხშირად არ გვესმოდა მისი, გავურბოდით, მაგრამ მასწავლებლებმა ჩვენთან ერთად არაერთ საგანმანათლებლო პროექტში ჩართეს  და ახლა  ეს ბარიერი გადალახულია.
      ერთხელ,  როდესაც ზაფხულში ლაშქრობა მოვაწყვეთ  კლასელებმა, შოთაც  წავიყვანეთ.   ფიჩხი   მოვაგროვეთ, საგზალი გავშალეთ და კოცონი გავაჩაღეთ. ახლომახლო ყველა ხე მოვინახულეთ, ზოგს დავუმეგობრდით კიდეც, შოთაც კმაყოფილი იყო. ჩვენთან ერთად დარბოდა და სოკოებს ეძებდა.  
     შარშან,  გაზაფხულზე  სპეცმასწავლებელმა შემოგვთავაზა, რომ შოთიკოსთან ერთად პოეზიის საღამო მოგვეწყო. მართლაც, ლექსები ამოვარჩიეთ და ჩავატარეთ ტერენტი გრანელისადმი  მიძღვნილი პოეზის საღამო. შოთაც აქტიურად მონაწილეობდა, თავის ლექსი თითქმის ზეპირად იცოდა და მომეჩვენა, რომ გრძნობით კითხულობდა.
       გარდა  ზემოთაღნიშნულისა, ჩვენი კლასელი სსსმ მოსწავლე ყოველთვის  ჩართულია ჯგუფურ მუშაობასა და სკოლისგარეშე აქტივობებში. მიმაჩნია, რომ   ხანდახან ჩვენგან  არაფრით არ გამოირჩევა.  ჩვენ მზად ვართ,  მას ყოველთვის დავეხმაროთ. 
         თანამედროვე სამყაროში  არცერთი ადამიანს უფლება არ უნდა შეილოხოს. ყველა ბავშვს აქვს უფლება, რომ ისწავლოს და იცხოვროს სრულყოფილი ცხოვრებით.
          სსსმ მოსწავლეებს შევახსენებ, რომ ისინი მარტო არ არიან!!!
    

Комментариев нет:

Отправить комментарий