,,ნუ იყიდი სიკვდილს იგი თავისით მოვა"


ნუ იყიდი სიკვდილს,ის თავისით მოვა!!!
                                     
                                                                ,,ყველაზე დიდ და ხანგრძლივ ომს  გაუმარჯოს, -
                                                                               -ომს  საკუთარ  თავთან!“
     ჩვენს  რთულ და ათასფათერაკიან აწმყოში ადამიანები თვეობით და წლობით  მთელი ძალისხმევით  ვიბრძვით  ჩვენივე  კეთილდღეობისათვის,    თავგამეტებით  ვაანალიზებთ  საკუთარი და სხვისი   უსაფრთხოებისათვის საჭირო ნაბიჯებს. ჩვენ ვიცით, რომ  დედამიწაზე სიცოცხლეს ( ჩვენსასაც და სხვისასაც,  ყველა ცოცხალი ორგანიზმის  არსებობასაც კი გაფრთხილება უნდა!), მაგრამ მაინც   თითქოს ყველგანაა  ჩასაფრებული საფრთხე-ვიღაც, რაღაც, სადღაც, როდესღაც ჩვენს ჯანმრთელობას და სუნთქვასაც კი ებრძვის...და რა  სამწუხაროა, რომ ეს ვიღაც ზოგჯერ  საკუთარი თავია.  დ ი ა ხ !  ჩვენ საკუთარ ( და ჩვენივე საყვარელი ადამიანების)   სიცოცხლეს ვებრძვით  და საკუთარ თავთან ვმარცხდებით. საკუთარ თავთან ომი კი ყველაზე ძნელი, ღირსეული და ხანგრძლივია, მარადიულიც კი...
     საკითხი, რომელზეც მსურს საუბარი-თამბაქოა-ეს თამბაქოსფერი,  მაცდუნებელიმიჯიანი, თეთრკვამლიანი,  ძვირადღირებული და ჩვენივე ხელით ნაყიდი სიკვდილი, ჩვენს ფილტვებს, ცხოვრებასა და  ურთიერთობებსაც რომ ანაცრისფრებს.  ამაზე პირველად მე კი არ მიფიქრია, მსოფლიო ფიქრობს, ბობოქრობს, თავს იკლავს, იბრძვის, ცდილობს,  უფლის  ,,არა კაც ჰკლას“ როგორმე  ადამიანური მორალის დაუწერელი კოდექსის ქვეპუნქტი-      ,,არა მოწიოც“ დაუმატოს, მაგრამ...
         და  მაინც, საინტერესოა, რას ვაკეთებთ  ჩვენ თამბაქოს მოწევის მსურველთა ინტერესებისა და ღირებულებების შესაცვლელად?
    „მოწევა კლავს“ -ეს წარწერა სიგარეტის კოლოფის გარეკანზე სიკვდილის  დამაანონსებელი  ფრაზაა. უნდა ავღნიშნო ისიც,  რომ სიგარეტის  პაკეტის ვიზუალიც საკმაოდ შემაძრწუნებელია. მიუხედავად ამისა, მწეველთა რიცხვი ისევ იზრდება.  დღეისათვის დედამიწაზე 1,1 მილიარდი თამბაქოს მომხმარებელია . საგანგაშოა ის ფაქტი,  რომ   თურმე  ისედაც  დემოგრაფიული პრობლემების წინაშე მდგომ     ჩვენს მრავალეთნიკურ და სოციალურ-ეკონომიკური კრიზისებით გადაქანცულ საქართველოში  ყოველ წელს 11 400 ადამიანი თამბაქოსგან გამოწვეული დავაადებების გამო იღუპება და აქედან 2000 არამწეველია   ( პასიური მწეველი). სამწუხაროდ,  საკუთარ სიცოცხლეს რისკის ქვეშ   აყენებენ   არა მხოლოდ  ზრდასრულები, არამედ-- მოზარდები, რომელთათვისაც   ხელმისწვდომია  თამბაქოს ნაწარმი:  ,,საქართველო იმ ქვეყნების სიაშია, სადაც მწეველთა პროცენტული რაოდენობა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალია. ქვეყანაში მოსახლეობის დაახლოებით 33% ეწევა, კაცებში - 57% და 13-15 წლის მოზარდებში - 12.6%. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, საქართველოში თამბაქოს მოწევას უკავშირდება წელიწადში 11 400 აამიანის სიკვდილი“ http://ghn.ge/news/230684-sakartveloshi-mtsevelta-protsentuli-raodenoba-msoflioshi-ert-erti-qvelaze-maghalia-who.           ეს  შემაშფოთებელი ინფორმაცია  რადიო ,,ამერიკის ხმამ“ გაავრცელა ქართული ბიუროს ვებგვერდზე. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ანგარიშში ნათქვამია, რომ მსოფლიოში  უკვე ამოქმედდა   თამბაქოს  საწინააღმდეგო რეგულაციები (სხვადასხვა ეფექტური სტრატეგია, რომელიც შეამცირებდა მწეველთა რიცხვსა და ადამიანთა სიკვდილიანობას). ეს რეგულაციები კი ხშირად იგნორირებული იყო ან მაქსიმალურად არ კონტროლდებოდა მათი დაცვა. მისასალმებელია, რომ ამ მხრივ დღესდღეობით ადამიანთა უმეტესობას აქვს ბედნიერება, იცხოვროს იმ ქვეყნებში, რომელთათვისაც აღნიშნული რეგულაციები საყურადღებო და პრიორიტეტულია.  რადიო  ,,ამერიკის ხმის“ 2019 წ. 31 ივლისის ვებგვერდზე ვკითულობთ:
,,დღეს 5 მილიარდი ადამიანი, ანუ მსოფლიოს მოსახლეობის 65% უკვე ისეთ ქვეყნებში ცხოვრობს, სადაც თამბაქოს მოწევაზე ერთი, ან რამდენიმე რეგულაცია მოქმედებს, ყუთებზე გაკეთებული გაფრთხილებით დაწყებული, მოწევის შეზღუდვებით დასრულებული. თუმცა, ანგარიში ასევე აჩვენებს, რომ ბევრ ქვეყანაში რეგულაციები ან არასაკმარისია, ან არაადეკვატური, ან ბოლომდე არ მოქმედებს.
მახსენდება ბავშვობისდროინდელი შემთხვევა.  შუადღეა, სამარშუტო  ავტობუსით დედაქალაქიდან ვბრუნდებით მე და დედაჩემი. ცხელა. ავტობუსში ჰაერი ისედაც დახუთულია. მახსოვს ახლადაჩაძინებულს  ( მგზავრობას ვერ ვიტანდი და დედამ გზაში დამაძინა)  საშინელი ხველა ამიტყდა.  მერე მახსოვს დედაჩემისა და მძღოლის შეკამათება-მძღოლმა თურმე ვერ მოითმინა და სიგარეტს მოუკიდა...თვალები გავახილე და საქარე მინაზე შიგნიდან მიწებებული გამაფრთხილებელი წარწერა წავიკითხე (  კითხვა ახალი ნასწავლი მქონდა): ,,მო-წე-ვა  აკ-რძა-ლუ-ლია!“ არ მახსოვს მძღოლმა სიგარეტი ჩააქრო თუ არა, მაგრამ ვიცი, რომ აღნიშნულ დარღვევაზე  დედის გარდა რეაქცია  არავის ჰქონია. ე.ი. ჯერ კიდევ 2009  წელს  ( მაშინ შევედი 1-ლ კლასში)  ჩვენს ქვეყანაში ჯერ კიდევ არ იცავდნენ სამარშუტო ტაქსებში სიგარეტის მოწევასთან დაკავშირებულ წესებს და არც სამოქალაქო საზოგადოების პასუხისმგებლობა გახლდათ სათანადო.
     რა შეიძლება მოვიმოქმედოთ დღეს, რომ ადამიანებს დავეხმაროთ სიგარეტზე დამოკიდებულებისაგან გათავისუფლებაში?  ვფიქრობ, მთავარი მაინც მათი ნებაა; არასოდესაა ზედმეტი ცნობიერების ასამაღლებელი ბროშურების  დაბეჭდვა-გავრცელება,  მოსახლეობასთან  თამბაქოს დამღუპველ შედეგებზე დისკუსიების გამართვა,  შესაძლებელია  თამბაქოსაგან დაავადებულ ადამიანებთან ინტერვიუების  ჩაწერა და ამ სიუჟეტებით ვიდეო-კოლაჟების ორგანიზება ,    რათა მწეველებმა რეალური საფრთხე იგრძნონ.  ასევე,  ეკოკლუბელებმა  სკოლაში უნდა მოვიწვიოთ მწეველი მშობლები და მათთან ერთად მოვიფიქროთ  პრობლემის გადაჭრის გზები;  
         2007   წელს   ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციების  მიერ   მსოფლიო  სახელმწიფოების ხელისუფალთათვის  შეთავაზებული სტრატეგიებიდან, რომლებიც თამბაქოს მოხმრების შემცირებას შეუწყობს ხელს , ვფიქრობ,   ყველაზე  ეფექტურია  მე-3   სტრატეგია- მოსახლეობის დახმარება მოწევისათვის თავის დანებებაში. (შეგახსენებთ, რომ ეს სტრატეგიებია:
,, 1) თამბაქოს მოხმარების მონიტორინგის და პრევენციის პოლიტიკა;
2) მოსახლეობის დაცვა თამბაქოს კვამლისგან;
3) ხალხის დახმარება მოწევისთვის თავის დანებებაში ;
4) მოსახლეობის გაფრთხილება თამბაქოს მოწევის საფრთხეებზე;
5) შეზღუდვების დაწესება თამბაქოს რეკლამირებაზე და სპონსორობაზე; 
6) თამბაქოს პროდუქციაზე გადასახადების გაზრდა;“
   აღსანიშნავია, რომ  ეკოკლუბელებმა   თებერვლის პირველ  კვირაში  ( 3.02-დან  10.02 -ის  ჩათვლით)   ჩავატარეთ  გამოკითხვა   სკოლის მოსწავლეთა მწეველ მშობლებს  შორის.  აღმოჩნდა, რომ  35  მშობლიდან  21, ანუ   60%  ფიქრობს, რომ თამბაქოს წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებებიდან  მე-3 სტრატეგია  ყველაზე შედეგიანი იქნება---მოსახლეობის დახმარება მოწევისათვის თავის დანებებაში.
 ასეა  თუ  ისე,  ყველამ იცის  ( მწეველმაც და არამწეველმაც,  დიდმაც და პატარამაც), რომ თამბაქოს სიკვდილი მოაქვს: თეთრი, რუხი, მონაცრისფრო; და  სიგარეტის კოლფზე მოთავსებული საშიში სურათი, რომელზეც სირაქლემასავით თვალებს ვხუჭავთ, რეალობაა. ნათქვამია: ,,თავს ზევით ძალა არ არისო“-თავს ქვევით ხომაა ძალა? ყველაფერი ხომ ჩვენზეა დამოკიდებული?  მთავარია,  ომი შევძლოთ საკუთარ თავთან, არ ვიყიდოთ სიკვდილი  და  გავიმარჯვოთ ყველაზე ხანგრძლივ და მარადიულ ომში, -ომში საკუთარ თავთან!
მიზანი 3: ჯანსაღი ცხოვრებისა და კეთილდღეობის უზრუნვლეყოფა ყველა ასაკის ადამიანისათვის.
  
                                   

Комментариев нет:

Отправить комментарий