სიცოცხლე ანუ H2O

  სიცოცხლე ანუ  H2O

წყალი არის  ჩვენი პლანეტის ერთ- ერთი მთავარი მამოძრავებელი ძალა, რომლის რაოდენობა სავარაუდოდ დედამიწაზე   შეადგენს  1400 მილიარდ მ3-ს. მსოფლიო ოკენეში გვხვდება წყლის 96%, დანარჩენი კი - მიწისქვეშა წყლების, ტბების, მყინვარების, ნიადაგის ტენის და მდინარეების სახით. წყალი  ატმოსფეროში გვხვდება  წვიმის წყალის სახით. ჩვეულებრივ პირობებში წყალში  გახსნილია  სხვადასხვა რაოდენობით მარილები, ორგანული ნივთიერებები და აირები.
    წყალი დედამიწის 2/3-ს შეადგენს. ძალიან ძნელია მოვძებნოთ ისეთი სხეული ბუნებაში, რომლის შემადგენლობაშიც წყალი არ იყოს. წყალი არის ის ერთადერთი  არაორგანული ნივთიერება, რომელიც გვხვდება სამივე აგრეგატულ მდგომარეობაში: მყარი, აირადი და თხევადი.

   XVIII საუკუნის შუა ხნამდე წყალს თვლიდნენ დაუყოფელ ნივთიერებად.  1783 წელს ფრანგი ქიმიკოსი ანტუან ლავუაზიე იმ დასკვნამდე მივიდა, რომ  წყალს გააჩნია  საკმაოდ რთული აგებულება, რომლის შემადგენლობაში შედის წყალბადი და ჟანგბადი.
     ერთი საუკუნის განმავლობაში ყველა წყალს  თვლიდა უგემო, უსუნო და უფერო ნაერთად. მისი ჩაწერა შეიძლებოდა ერთადერთი ფორმულით H2O(წყალბადის ოქსიდი).  მხოლოდ 1932 წელს მსოფლიოში გავრცელდა სენსაციური ცნობა იმის შესახებ, რომ ჩვეულებრივი წყლის გარდა ბუნებაში არსებობს მძიმე წყალიც. დღეისმდგომარეობით წყლის იზოტოპური ნაირსახეობა შეადგენს 135-ს.
  წყალი არის ისეთი მოძრავი, რომ აქტიურ ადამიანზეც კი ამბობენ   “ წყალივითააო“ . წყალივით მოძრავი და ცვალებადია შეხედულებები მის აგებულებაზემეცნიერები აგრძელებენ კვლევებს და ელიან ახალ აღმოჩენებს წყალთან მიმართებაშიმაგალითად,  დღეს უკვე დამტკიცებულია თეორია წყლის ინფორმაციული მეხსიერების შესახებ.  ეს არის  წყლის თვისება აღიქვას და გადასცეს ნეგატიური ან პოზიტიური ინფორმაცია იმ მატერიის შესახებ, რომელთანაც მას ჰქონია ადრე კონტაქტი.
      ყველა ზემოთქმულის გათვალისწინებით, ადამიანები უბრალოდ  ვერ ვიარსებებთ წყლის გარეშე,  მაგრამ რამდენს დაგვრჩენია ონკანი გახსნილი, რამდენჯერ დაგვინახავს გზაზე დაქცეული სასმელი წყლის ნაკადი, რამდენჯერ არ გადაგვიხდია წყლის გადასახადი და რამდენჯერ ჩაგვიგდია მდინარეში ნაგავი?.. არ გვხსოვს, რომ:  ,,ყველა, საქართველოში  მცხოვრები, ვალდებულია უზრუნველყოს წყლის რაციონალური და მდგრადი გამოყენება და დაცვა, არ დაუშვას მისი გაბინძურება, დანაგვიანება და დაშრეტა.“( საქართველოს კანონი წყლის შესახებ)
    წყალი, მნიშვნელობით ადამიანის ორგანიზმისთვის, მეორე ნივთიერებაა ჟანგბადის შემდეგ. საგულისხმოა ის ფაქტი, რომ ადამიანს საკვების გარეშე შეუძლია გაძლოს ოთხი კვირა, ხოლო წყლის გარეშე  არა უმეტეს შვიდი დღისა.
     მეცნიერთა უმრავლესობა თვლის, რომ ადამიანის სიცოცხლე წარმოადგენს ,,ბრძოლას წყლის მოსაპოვებლად“. ბავშვის ორგანიზმი დაბადებიდან ერთი წლის ასაკამდე შეიცავს 80-85% წყალს.  18 წლის ასაკისთვის ორგანიზმში წყლის შემცველობა მცირდება 65-70%-მდე.მოხუცებში კი - 25%-მდე.
დედამიწა  + წყალი = სიცოცხლე
 ვინაიდან წყლის  გარეშე დედამიწაზე სიცოცხლე არ იქნებოდა და  წყალი სიცოცხლის „გასაღებია“ , ჰიდროსფეროსა და მის რესურსებს უნდა მოვუფრთხილდეთ და გონივრულად გამოვიყენოთ.


   

Комментариев нет:

Отправить комментарий