დედამიწა ჩვენი სახლია

დედამიწა ჩვენი სახლია
,,მითხარი,  როგორია შენი სახლი და   გეტყვი ვინა ხარ შენ!“
სახლი ყველასათვის საყვარელი ადგილია. ყველას უყვარს სახლში თბილად და წყნარად ჯდომამშვიდი ცხოვრებამაგრამ  რა არის ჩვენი ნამდვილი სახლი?
   სახლი ის ადგილია,  სადაც დიდ დროს ვატარებთ, და იცით   რა,   რადგან დედამიწაზე დავდივართვსუნთქავთვცხოვრობთვარსებობთ და ვიღწვით, თამამად შემიძლია ვთქვა,  რომ დედამიწა   ჩვენი   ნამდვილი  სახლიაამიტომაც მას ჩვენი მხრიდან ზრუნვა და გაფრთხილება სჭირდებამაგრამ რამდენად ვუფრთხილდებით მას?..
    სამწუხაროდ,  ეს არც ისე კარგად გამოგვდის- ბუნებრივ რესურსებს ყოველთვის სათანადოდ და ეკონომიურად ვერ ვიყენებთ, ვანაგვიანებთ ქუჩებს, ეზოებს, სკვერებს, მდენარეებს, მინდვრებსა და ტყეებს. ჰაერს ვაბინძურებთ ათასნაირი სატრანსპორტო საშუალებების და მწარმოებელი ქარხნების გამონაბოლქვებით.  პრობლემა მტკივნეულია.  რას ვაკეთებთ მის მოსაგვარებლად?    ყველაფერს და მაინც  ვერაფერს...
ჩვენი ნამდვილი სახლის ნაწილია ტყეც   რომელიც კაცობრიობის აკვანია . ის დედამიწაზე სიცოცხლეს ამკვიდრებს.  ტყე ბუნების საოცრებააგანუმეორებელი ქმნილება, ბიოსფეროს მნიშვნელოვანი ელემენტი და ეკოლოგიური წონასწორობის ერთ-ერთი ფაქტორი, რომელზეც დამოკიდებულია სიცოცხლის შენარჩუნება და თვით კაცობრიობის ყოფნა- არყოფნაც  კიამიტომაც მას სამართლიანად უწოდებენ დედამიწის „მწვანე ფილტვებს,“ რომელიც გამოყოფს სიცოცხლისთვის ასე აუცილებელ ჟანგბადს,  შთანთქავს ნახშიროჟანგს, წმენდს ჰაერს მტვრისა და გამონაბოლქვი აირებისაგან.  ნათქვამია „ტყე შეუნახე შვილებსა“-ო.  მაგრამ   მომავალ თაობას ტყეს  რამდენად ვუნახავთ?   ბოლო 2 კვირის განმავლობაში  მე და ჩემმა მეგობრებმა გამოვკითხეთ   150 ადამიანი, მათგან  მხოლოდ 15-ს  ე. ი 10%-ს აქვს დარგული რაიმე  ჯიშის ხე  ბოლო 7-8 წელიწადში, ისიც მხოლოდ საკუთარ ეზოსა და ნაკვეთში, არცერთ მათგანს ამ დროის მანზილზე ხე არ დაურგავს ტყეში და  უმეტესობას არ ახსოვს ბოლოს როდის დარგო ხე.
      ცხადია,  ადამიანების  მიერ   მოჭრილი და გაჩეხილი  ხეების რაოდენობა აღემატება ბუნებრივად გამხმარი და დაღუპული ხეების რაოდენობას.
    ,,ბოლო 25 წელიწადში საქართველოს ტყის საფარი დაახლოებით 25-30%-ით შემცირდაროგორც ადგილობრივიასევე საერთაშორისო ორგანიზაციების კვლევებით დასტურდებარომ ტყეები მასობრივად ნადგურდებაარსებული მონაცემითჩვენი ქვეყნის ტყეებიდან პირწმინდად გაქრა 9500 ჰარაც რამდენიმე მილიონი ძირი ხეა.“  ( ინტერნეტ -გაზეთი „რეზონანსი“ 2017  წელი, 20 ივნისი)“.  ჯერ კიდევ   2   წლის   წინ    დაფიქსირებული ამგვარი სგანგაშო სტატისტიკის ფონზე,  აღნიშნული პრობლემის სიმწვავეს ამძაფრებს   რეალობა- ტყეების და მწვანე საფარის განადგურების ტენდენცია არ შენელებულა.
       სსკ- 303- მუხლის 1-ლი   ნაწილი   ხე-ტყის უკანონოდ მჭრელებს საკუთარი სახლების   წინ   დიდ ბანერებზე რომ ჩამოვუკიდოთ   ან   საძინებელ ოთახებში კალენდართან ერთად გამოვუკრათ, მაინც რთული იქნება მათთვის ამ ჩვეულებაზე უარის თქმა-  ,,ჩვეულება ხომ რჯულზე უმტკიცესია!“
     მაშ როგორ  მოვაგვაროთ  ეს პრობლემა?   უნდა  გავერთიანდეთ, ასი თვალი და ყური გამოვიბათ:
·         შევქმნათ  უფრო აქტიური მოხალისეთა გუნდები;
·         ადამიანებს საწვავისა და სამშენებლო მასალის  ხელმისაწვდომი ალტერნატიული ვარიანტები შევთავაზოთ;
·          ბოლოს და ბოლოს,  ჩვენს სიახლოვეს მაინც დავუმეგობრდეთ ხეებს, დავარქვათ სახელები, გავუკეთოთ დამცავი  ნიშნები, დავაყენოთ მათთან ახლოს ვიდეო-კამერები;
    მიუხედავად იმისა, რომ   ყოველთვის მოვუწოდებდით ერთმანეთს მსგავსი ლოზუნგებით,  არაერთი გარემოსდაცვითი აქცია გვახსოვს, მულტფილმებიც ბევრი  გადავიღეთ, - ფილმებიც ვიდეო-რგოლებიც,   ჩვენ თავებსაც მივეცით პირობა, რომ წელიწაში ერთ ხეს მაინც დავრგავდით,    ტყის რესურსები საფრთხეშია,  ეს  ყველას  გულისტკივილია, მეტიც-  სამშობლოს თავად ვანადგურებთ და ეროვნული ღირსების საკითხიცაა,  მაგრამ რა?!   
    ახლა თბილ ღუმელთან ვზივარ  და ვფიქრობ  მუხის შეშაზე,  ღუმელში რომ იწვის, - დედამიწაზე,  ჩემს თბილ სახლზე,  ეზოში დამწვარ ფოთლებზე და კვამლზე- ჰაერს რომ აბინძურებს,  ნაგავი კი ვერ გადამიყრია,  რადგან ნაგვის ურნა სავსეა ( ზოგ ჩემს მეზობელს ეს არ ადარდებს და მაინც უმტებს ზემოდან) ,  ხვალ რომ გარეთ გავალ, ჩვენს  შეშას დავაკვირდები,  ნედლია თუ ხმელი და ალბათ გული მეტკინება , რადგან გუშინ  ბავშვებმა რომ  ხის ტოტები დაამტვრიეს,  ისევ  ეზოში ყრია...
„ სხვა საქართველო სად არის“ ? კი არა სხვა დედამიწა სად არის?
  ჩემს ქვეყანაში მალე „ალერსიანი ძეწნა“ კი არა  „ ლამაზი საქართველოოს“-თვის ,,ზღაპრისმომყოლი ჭადარიც“ კი აღარ დაჩება. რადგან  ხეების მოძულეთა  ენთუზიაზმით  ვჩეხავთ  და ვანადგურებთ ხეებს.
   მახსენდება ძველი ანდაზა: მითხარი ვინ არის შემი მეგობარი და გეტყვი ვინ ხარ შენ-ო.   ამას მე ასე გადავაკეთებდი:  ,,მითხარი რამდენი ხე დარგე დედამიწაზე და გეტყვი,  ვინა  ხარ შენ“  ან ,,მაჩვენე შენი სახლი და გეტყვი ვინა  ხარ შენ“, ან:  ,, მითხარი როგორ უვლი შენი სამშობლოს ტყეებს და გეტყვი გიყვარს თუ არა ის შენ!“, ან...
       ასე და ამგვარად,  დედამიწა ჩვენი სახლია,  ჰაერით თუ უჰაეროდ, ხეებით თუ უხეებოდ,   სუფთა თუ   ნაგავსაყრელებით,  ის  ულამაზესია,  თუმცა მას სათანადოდ ვერ ვუფრთხილდებით. მასზე ვერ ვზრუნავთ ისე, როგორც ის ზრუნავს ჩვენზე. მოდით,  ყველამ ერთად უკეთ ვიზრუნოთ ჩვენს სახლზე.
  
                                  

Комментариев нет:

Отправить комментарий