სამყარო წყლის ქვეშ

სამყარო წყლის ქვეშ

            ალბათ ყველამ იცით ზღაპარი ( მითი)  ლამაზი ქალთევზა არიელისა და მომხიბლელი პრინცი ერიკის შესახებ. ეს ზღაპარი  მეც ძალიან მიყვარს, როდესაც ის პირველად მოვისმინე გავიფიქრე „რა საინტერესო და ამაღელვებელი იქნებოდა წყალქვეშ ცხოვრება“ მეთქი. ეს მართლაც ასეა. მართლაც საინტერესოა თუ როგორ ცხოვრობენ წყლის ბინადრები. იცით რა მე საერთოდ არ ვიცი რას გრძნობენ თევზები, მოლუსკები, ზვიგენები, ვეშაპები ან თუნდაც სხვა წყლის არსებები, არ ვიცი მათი ემოციები როდესაც ბრაკონიერები მათ სიცოცხლეს უსწრაფებენ, არ ვიცი რას ფიქრობენ ისინი  მაგრამ ნამდვილად ვიცი რომ,  წყალქვეშა სამყარო მეტად საინტერესო იდუმალი და მრავალფეროვანია.  
       ოკეანის მცხოვრებთა მრავალი სახეობა არსებობს თუმცა მათგან ბევრს არ ვიცნობთ. მაგალითად, დღესდღეობით მსოფლიოში 440- მდე სახეობის ზვიგენია აღმოჩენილი, ეს რიცხვი კი ზრდას განაგრძობს. არსებობს დიდი თეთრი ზვიგენი, ვეფეხვისებრი, ვეშაპისებრი და სხვ. თუმცა მინდა საუბარი დავიწყო ყველაზე უჩვეულო ზვიგენთა სახეობების შესახებ.
   მაგალითად ზებრაზვიგენი, მყვინთავებს ეს სახეობა ხშირად ლეოპარდზვიგენში ერევათ, რადგან ზურგზე  შავი წერტილები  მათსავით აქვთ. ისინი ბინადრობენ  წყნარ და   ინდოეთის ოკიანეებში.
გასაოცარია  მეგაჩაცმაპელაჯაიოსი ( დიდპირა ზვიგენი)  რომელიც ღრმა წყლის ზვიგენების სახეობას მიეკუთნება და გადაშენების პირასაა.
 
ასევე საინტერესოა რქიანი ზვიგენიც რომელსაც სახელი მისი უცნაური წამონაზარდის გამო ეწოდა.

ასევე  1300 მ სიღრმეში ბინადრობს  ე.წ გობლინი ზვიგენი. მას აქვს წაგრძელებული დინგი რომელსაც ელექტრომგრძნობიარე რაცეპტორები აქვს. ის მონაცრისფრო ან მოვარდისფრო შეიძლება იყოს. მას შეუძლია წამში 3,1 მ/წმ სიჩქარით უკბინოს მსხვერპლს.

      ერთ- ერთი ყველაზე პრიმიტიული ზვიგენის სახეობაა ფურფუშებიანი ზვიგენი, რომელიც ბინადრობს  50-200 მ სიღრმეში. საკმაოდ დიდხანს ცხოვრობს ე.წ გრელანდიის ზვიგენი. მათ 400 დან 500 წლამდე შეუძლიათ ცხოვრება. წყალქვეშ ზვიგენების გარდა სხვა მრავალი უცნაური და საინტერესო არსება ბინადრობს, მაგრამ მათი ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს.
დაივინგის ერთ-ერთი  ინსტრუქტორი შენონი, რომელიც წყალქვეშ უფრო მეტ დროს ატარებს ვიდრე ხმელეთზე ამბობს:  ყოველ ჯერზე გაოცებული ვრჩებირომ ეს შესანიშნავი ცხოველები საშუალებას მაძლევენმათთან ერთად გავატარო დრო,  გადაიღო ასეთი ფოტოები და მუდმივად გრძნობდე კავშირს ჩემსა და წყალქვეშა არსებებს შორისარის კიდეც ჩემი ცხოვრების აზრი".

           არ შემიძლია არ ვისაუბრო ულმაზესი, საოცარი დათვალწამტარცი მარჯნის რიფების შესახებ,რომელიც  მარჯნის პოლიპებისა და წყალმცემცენარეების ერთობლიობას წარმოადგენს.  როგორც ცნობილია მარჯნის  რიფის  სიგრძე 2000მ აღწევს. უნდა ვაღიაროთ, რომ ის მართლაც უმშვენიერესია.
   
ყველა ზემოთხსენებულის და კიდევ სხვა მრავალის გათვალისწინებით  წყალქვეშა სამყარო მართლაც ულამაზესი და  თვალწამრტაცია, თუმცა   სამწუხაროდ   ჩვენ   საკუთარი კომფორტის გამო ხშირად ვაყენებთ ზიანს  და  მას ვაბინძურებთ,  ასევე ვუარყოფთ მისი რესურსების აშკარა საჭიროებას, რის გამოც მათ სათანადოდ  და სწორად  ვერ  ვიყენებთ.  მოდით უნიკალურ ჭყალქვეშა ქმნილებებს უფრო გავუფრთხილდეთ და მათი რესურსები მიზანშეწონილად  გამოვიყენოთ. 
 

Комментариев нет:

Отправить комментарий