გამორჩეულად შესანიშნავი ხეები

მიზანი 15: დედამიწის ეკოსისტემების დაცვა, აღდგენა და მდგრადი გამოყენება, ტყეების გონივრული მართვა, გაუდაბურების აღკვეთა, ნიადაგის დეგრადაციის შეჩერება და  აღდგენა-გაუმჯობესება, ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება.

გამორჩეულად შესანიშნავი ხეები !

   ალბათ დამეთანხმებით, რომ   ხეც ცოცხალია, ისიც სუნთქავს და მასაც სტკივა. სტკივა თითოეული მოწყვეტილი ფოთოლი, მომტვრეული და იქვე დაყრილი ტოტები, სტკივა  ნაჯახის თითოეული მოქნევა და დარტყმა, დარტყმა ყველაზე მტკინვეულ ადგილას. სამწუხაროა, რომ დღეისათვის ბევრი აუცილებელი და საჭირო ნივთი სწორედ ხისგან მზადდება. ადამიანს თავისუფლად, თვალის დაუხამხამებლად, ხელის აუკანკალებლად შეუძლია მოჭრას ხე, შეწყვიტოს მისი არსებობა და იმისაგან რაც ერთდროს   ყვაოდა მხოლოდ უსულო კუნძი დატოვოს. ხო ეს რეალობაა    ადამიანი  დაუფიქრებლად მოჭრის  უბრალო ხეს,  მაგრამ თუ მას რაიმე  განსხვავებული, თვალწამტაცი, გამაოგნებელი, იშვიათ,  გამორჩეული ან უბრალოდ სხვებზე ლამაზი ხე შეხვდება შესაძლებელია დაფიქრდეს, დაენანოს ეს უმშვებიერესი და უიშვიათესი ნიმუში გასაქრობად და მხოლოდ მოგონებების მდინარეში  ჩასაძირად ან უბრალოდ მარტო ფოტოსურათზე დატოვება, რომელიც დროთა  განმავლობაში გაიცრიცება. ნებისმიერს  უსათუოდ მოუნდება ასეთი ხის  დედამიწაზე დატოვება.
გასაოცარია ფილიპინებში მდებარე ფიკუსის ხე, რომელიც ჩვეულებრივ ფიკუსზე ბევრად დიდა.
                              
 მეცნიერების ვარაუდით „ანგელოზის მუხა“ მისისიპის აუზის აღმოსავლეთ ნაწილის ყველაზე ასაკობრივი ცოცხალი ორგანიზმია, სავარაუდოთ მისი ასაკი არანაკლებ  1500 წელია. ეს საკმაოდ დიდი დროა და ბუნებრივია რომ ამ ხნის განმავლობაში მან უამრავი სტიქიური უბედურება გადაიტანა, თუმცა მისთვის ყველახე მძიმე აღმოჩნდა ე.წ „ჰიუგოს ქარიშხალი“, რომელიც 1989 წელს დაატყდა თავს. საბედნიეროდ „ანგელოზის მუხა“ გადაურჩა როგორც სტიქიურ მოვლენებსა და ჟამთასვლას, ასევე ადამიანის უხეშ ხელს და მის ბასრ ცულს. უნდა ავღნიშნო ისიც, რომ მისი სიმაღლე 19,81 მ-ია, ხოლო სრული დიამეტრი 2,74 მ-მდე. „ანგელოზის ხის“ ყველაზე გრძელი ტოტის სიგრძეა  27,13 მ.
   თვალწამრტაცია იაპონიაში მდებარე გლიცინია რომელსაც ქართულად „ცისვაზს“ ეძახიან. მისი მაქსიმალური სიმაღლე 20მ-ია, სიგანე კი 10 მ. ყურადღებას გავამახვილებ იმაზეც, რომ იაპონიაში გლიცინია პოეზიის, ქალური სილამაზის, ახალგაზრდობის და  განკურნების სიმბოლოდ მიიჩნევა. მისი ერთადერთი ნაკლია ის, რომ სხვა ყვავილებზე ცუდათ (მავნებლურად) მოქმედებს. დაფიქსრებულა შემთხვევები როცა გლიცინიამ მის მახლობლად ამოსული ყვავილი გაახმო.
ცნობილ ინტერნეტსაიტ „ვიკიპედიაში“ ვკთხულობთ „დრაკონის ხე-დრაცენას გვარის ერთ-ერთი სახეობახის მსხვილიდატოტვილი ღერო 20 -მდე იზრდებადიამეტრი ფუძესთან 4 -მდეააქვს ხაზურიტყავისებრიგრძელი ფოთლებირომლებიც ტოტების ბოლოზე კონებად სხედანიზრდება კანარისა და სოკოტრის კუნძულებზეზოგიერთი ხე 5-6 ათას წლამდე ცოცხლობს.“
https://ka.wikipedia.org/wiki/
ახალი ზელანდიის სამხრეთ ნაწილში გამუდმებით ძლიერი ქარია, ამიტომაც ადგილობრივმა მეცხვარეებმა (ქარისგან თავდაცვის მიზნით) დარგეს ხეები რომლებიც ქარის მიმართულებით გადახრილად იზრდება.
ზე სილამაზეს ასხივებს სამეფო დელონიქსი, რომელიც პარკოსანთა ოჯახს მიეკუთნება და 10 მ სიმაღლეს აღწევს. მას ცეცხლოვან ხესაც ეძახიან. უნდა ვაღიარო, რომ სამეფო დელონიქსი  ნამდვილად ცეცხლისფრადმოელვარე ბუნების მშვენიერებაა.
                                   
შეიძლება იფიქროთ რომ სურათზე წარმოდგენილი ხე შეღებილია, მაგრამ ნურას უკაცრავად ის ნამდვილად ბუნებრიდია და მისი სიმაღლე 36 მეტრს აღწევს. მისი შეფერილობის გამო მას  „ცისარტყელას ევკლიფტს“ ეძახიან.

    ამ ულამაზესი ხეების ჩამონათვალი საკმაოდ გრძელია, ჩემი აზრით  ყველა ეს    ხე ნამდვილათ ბუნების სასწაულია. დედამიწაზე მრავალი ასეთი სასწაული არსებობს და ჩვენი, ადამიანების როგორც უბრალო მოკვდავების ვალია გავუფრთხილდეთ და შეძლებისდაგვარად უფრო გავალამაზოთ ჩვენი ფანტასტიკური   პლანეტა დედამიწა. ნათქვამია „ ტყე შეუნახე შვილებსა, მამა ხარ შენი ვალია“.
  
                                   

Комментариев нет:

Отправить комментарий