თოვლის საიდუმლო

მელანო სართანია-   მე- 11 კლასი
მიზანი 15: დედამიწის ეკოსისტემების დაცვა, აღდგენა და მდგრადი გამოყენება, ტყეების გონივრული მართვა, გაუდაბურების აღკვეთა, ნიადაგის დეგრადაციის შეჩერება და  აღდგენა-გაუმჯობესება, ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება

თოვლის საიდუმლო, მისი ღირსებები და ნაკლი!!!
   თოვლი  ატმოსფერული ნალექის ერთ-ერთი სახეა, რომელიც ჩემთვის სისუფთავისა და სიმშვიდის სიმბოლოა. ის კარგ ხასიათზე მაყენებს რადგან, ძალიან ლამაზია როდესაც თოვს და ჰორიზონტის სცენაზე სპეტაკი   ფიფქები დაფარფატებენ. მიყვარს მათი ცქერა ჩამქრალი თვალებით, თითქოს უსასრულობაში ვიძირები.
               
რატომ არის თოვლი მნიშვნელოვანი?
შეიძლება ფიქრობთ რომ თოვლი უბრალოდ ზამთრის ჩვეულებრივი ატრიბუტია, თუმცა ის ბევრად მნიშვნელოვანია რადგან ის წმენდს ჰაერს, ასევე თოვლის გამო ტემპერატურამ დედამიწის ზედაპირზე დაიწყო კლება. ის ვულკანური პროცესების გამო იყო გახურებული. ამის  შემდეგ ჩვენს პლანეტაზე შეიქმნა სიცოცხლისათვის ხელსაყრელი კლიმატური პირობები. თოვლი რომ არ ყოფილიყო, მაშინ დედამიწა პლანეტა ვენერას დაემსგავსებოდა, რომელიც გავარვარებული და სიცოცხისათვის შეუსაბამოა.
თოვლი ყოველთვის თეთრია ?
ალბათ ფიქრობთ რა დებილური კითხვაა, რა ფერის უნდა იყოს თოვლი თუ არა თეთრი?  მართალია უმეტესწილად თოვლი  თეთრია,  თუმცა 2017 წელს სანქ-პეტერბურგში ,, აპტეკარსკის  პროსპექტზე“ ცისფერი თოვლი მოვიდა, თოვლის საფარის სისქე 1 სმ იყო. ადგილობრივების თქმით ფერადი ნალექი ტალღისებურად მოდიოდა. ასევე  ისტორიაში ცნობილია ფაქტი, როდესაც  1969 წელს  შვედეთში შავი თოვლი მოვიდა. საინტერესოა ისიც, რომ სიერა-ნევადას მაღალმთიან რაიონში თოვლს ვარდისფერი შეფერილობა აქვს, მას „საზამთროს თოვლს“ უწოდებენ.
რას უნდა გამოეწვია ეს ყოველივე? რამ შეუცვალა თოვლს შეფერილობა? როგორი ქიმიური პროცესები მიმდინარეობდა ფერადი თოვისას? საშიშია თუ არა უჩვეულო ფერის თოვლი? თავში ამ კითხვებს ვატრიალებ. ინტერნეტში პასუხების მოძებნას ვცდილობ, თუმცა ფაქტია რომ ფერადი თოვლი ბუნებრივი და ნორმალური არ არის. თოლის ფერისცვალების მიზეზი კი ეკოლოგიური დაბინძურებაა. როდესაც თოვს ჰაერი იწმინდება და მთელ სიბინძერეს, მტვერს, გამონაბოლქბებს, კვამლს რომლებიც მთელი წლის მანძილძე დაგროვდა თოვლს ჩამოაქვა და რა გასაკვირია, თუ მან ფერი შეიცვალა?! ვინ იცის რა ნივთიერებები ჩამოიტანა ცისფერმა ან შავმა თოვლმა?
   ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს ერთგვარი ინდიკატორია, რომელიც გვატყობინებს ჰაერის სისუფთავეს. მოდით გავუფრთხილდეთ ჩვენს გარემოს, რადგან ზამთარში - წელიწადის ერთ-ერთ უმშვენიერეს დროში ჰაერიდან ცვიოდეს სპეტაკივით თეთრი ფუმფულა თოვლი.
    მართლია ფანტაზია და რეალობა ერთმანეთისაგან განსხვავდება,რადგან ადამიანები ოცნებობენ, განიცდიან, იბრძვიან უკეთესი გარემოს შექმნისთვის, ჯანსაღი ატმოსფერული ჰაერისთვის.  ვისურვებდი, რომ იისფერი, ცისფერი ან შავი თოვლი მხოლოდ სიზმარში ან პოეზიაში მოვიდეს. თვალს რომ გავახელთ დავინახოთ ტრადიციული თეთრი საფარი.
   

Комментариев нет:

Отправить комментарий