пятница, 13 декабря 2019 г.

    მოგესალმებით, მე მელანო ვარ,  ეს ჩემი ბლოგია. მიყვარს ბუნება, ხეები, ყვავილები, ფრინველები, ერთი სიტყვით, ყველაფერი, რაც სუნთქავს. ვიცი, რომ გარე სამყარო ჩვენი დიდი უცნაური სახლია, ამოუხსნელი, საინტერესო, შეუსწავლელი, მოულოდნელობებით სავსე და მას გაფრთხილება უნდა. მიყვარს მზე და წვიმა, მიყვარს ხატვა, მუსიკის მოსმენა და წერაც. ზოგჯერ ვფიქრობ დედამიწაზე, ადამიანებზე, სიცოცხლეზე, ეკოლოგიურ პრობლემებზე და რასაც ვფიქრობ, მინდა გაგიზიაროთ. ამიტომაც შევქმენი ეს ბლოგი. მინდა ეკოკლუბელებმა და სხვა დედამიწის ქომაგებმა შემიფასონ. ველი გამოხმაურებებს. 
მადლობა...