უცნაური ადგილები დედამიწაზე

უცნაური ადგილები დედამიწაზე
 ჩვენი გასაოცარი პლანეტა (რომელსაც დიდი გულმოდგინებით არ ვუფრთხილდებით)  სავსეა ულამაზესი ადგილებით, რომელთა ყურებაც ერთი სიამოვნებაა. ასევე მრავლადაა უცნაური და იშვიათი ადგილებიც. არსებობს ადგილები, სადაც სამუდამოდ დარჩენა მოგინდება. ერთი სიტყვით ჩვენს პლანეტაზე მრავალფეროვნება საზღვრებს სცდება.  ბუნების სიმშვენიერე არაერთ ულამაზეს ადგილას დასტურდება. გაგაცნობთ ზოგიერთ მათგანს:
               
ზღვის დონიდან 215 მ-ზე, ჩილესა და არგენტინის საზღვარზე არსებობს  გასაგიჟებელი მყინვარული წარმონაქმნის ტბა „ ბუენო-საირესი“, რომელიც სპეციალურმა ექსპედიციამ 1880 წელს აღმოაჩინა.
იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაშია შესული  მდინარე იგუასუზე მდებარე ჩანჩქერების კომპლექტი, რომელიც არგენტინის და ბრაზილიის საზღვარზეა. იგუასუს 275 ჩანჩქერი მიეკუთვნება. სახელწოდება იგუასუ გუარანის ენაზე ნიშნავს „ დიდ წყალს“.
                                
1910 წელს მექსიკაში  აღმოაჩინეს ე.წ კრისტალების გამოქვაბული. ეს უნიკალური მღვიმე  120 მეტრ  სიღრმეზე მდებარეობს, ყველაზე დიდი კრისტალის წონა 55 ტონაა, ხოლო ზომა 11 მეტრია.  მღვიმეში ტემპერატურა 58 გრადუს-ცელსიუს აღწევს, ამიტომ იქ სპეციალური აღჭურვილობის (სამოსის) გარეშე და 20 წუთზე მეტხანს ვერ შეხვალ.   
                   
ხორვატიის უდიდეს ეროვნულ ნაკრძალში 16 ტბაა, აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ზოგიერთი ტბა  გარშემორტყმელია  მილიონობით წლის წინ წარმოქმნილი კირქვით ( კირქვას ჩანჩქერის ფორმა აქვს). ასეთ ტბებს „პლიტვიცეს“  ტბებს უწოდებენ.
                           
კუნძული წყნარ ოკიანეში  „ ბორა-ბორა“ რომელიც შემოსაზღვრულია ბარიერული რიფით და ლაგუნით მნიშვნელოვან ტურისტულ ზონას წარმოადგენს. მისი ფართობი  30 კმ2 -ია. 2008 წლის მონაცემებით კუნძულს 8880 მოსახლე ჰყავს. კუნძულის ცენტრში ჩამქრალი ვულკანების „პაჰიის“ და „ოტემანუს“ ნაშთებია.
                                
აშშ-ს კალიფორნიის შტატში მდებარეობს იოსემიტის ეროვნული პარკი, მისი ფართობი 3081 კმ2-ია. ველური ბუნების წარმომადგენლებს პარკის 89% უკავიათ. იოსემიტის პარკი 1984 წელს იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შეიტანა.
თვალწამტაცია  ჰოლანდიაში არსებული კეკენფორდის ეროვნული პარკი ე.წ ტიტების ველი. რომელიც დამთვარიელებლებისთვის  და ტურისტებისთვის მხოლოდ ორი თვით  არის ღია, დაახლოებით 20 მარტიდან 20 მაისამდე, თუმცა მიუხედავად ამისა მას წელიწადში  ( ანუ მხოლოდ 2 თვის მაძილზე) მილიონზე მეტი მნახველი ჰყავს.
                             
ერთ-ერთ ინტერნეტგვერდზე ვკითხუობთ: „ყოველ წელსშემოდგომობითშუანტაი-ჰეკოუს ნაკრძალშილიაოჰეს მდინარეზეჩინეთში განლაგებული პლაჟი წითელ ფერში იღებებაპლაჟის სახელიც აქედან მომდინარეობს - პანჯინის წითელი სანაპიროეს სანაპირო ქალაქ პანჯინიდან 30 კილომეტრშისამხრეთ-დასავლეთით მდებარეობსსაიდან მოდის წითელი შეფერილობასაქმე იმაშიარომ ლიაოჰეს ნაპირები ზღვის წყალმცენარით -  Sueda-თია მოფენილიზრდის პერიოდში -აპრილიდან მაისამდე ისინი ჩვეულებრივ მწვანე ფერისაახოლო სექტემბრის დასაწყისიდანროცა ჭკნობას და კვდომას იწყებენწითლად იღებებიანსწორედ ამ დროს აწყდება აქაურობას ტურისტების უზარმაზარი ნაკადიფოტოებზე კარგად ჩანს წითელი ხალიჩარომელიც კილომეტრების მანძილზე გადაჭიმული.http://blog.turebi.ge/ka/blog/3653 
                    
1330 კვადრატულ კილომეტრზე გაშენებული ბამბუკის პარკი ნამდვილად ფანტასტიკური ადგილია. ის მდებარეობს იაპონიაში.
                      
 როდესაც ზემოთჩამოთვლილ ( და სხვა ლამაზ) ადგილებზე ვფიქრობ, ვხვდები, რომ დედამიწა ულამაზესი და საინტერესო პლანეტაა. გავუფრთხილდეთ მის მშვენიერებებს.
მელანო სართანია - XI  კლასი
მიზანი 15: დედამიწის ეკოსისტემების დაცვა, აღდგენა და მდგრადი გამოყენება, ტყეების გონივრული მართვა, გაუდაბურების აღკვეთა, ნიადაგის დეგრადაციის შეჩერება და  აღდგენა-გაუმჯობესება, ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება

Комментариев нет:

Отправить комментарий