,,არ შეიძლება შენ იყო კარგად, როცა ვინმე ცუდადაა"

 ,,არ  შეიძლება შენ იყო კარგად, როცა გარშემოში  ვინმე ცუდადაა“

     ჩვენი ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების ფონზე თავს იჩენს არაერთი საჭირბოროტო საკითხი.   ერთის მხრივ,  სასმელი წყლის  უსაფრთხოება,  საკვებისა და სამკურნალო საშუალებების ვარგისიანობა,  საცხოვრებელი გარემოს ეკოლოგიური და  ფიზიკური  კეთილსაიმედოობა  და მეორეს მხრივ,  კულტურული და მატერიალური მემკვიდრეობისადმი   ჩვენი პასუხისმგებლობა,   ტოლერანტული ღირებულებების პრაქტიკაში დანერგვა,  ჯანსაღი კომუნიკაციის  მხარდაჭერა და საკუთარი თუ სხვისი უფლებებისათვის ბრძოლის  უნარები და სხვ.   თუმცა  ადამიანთა კეთილდღეობისათვის  დაბრკოლებას წარმოადგენს  არათანაბარი სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობა, კერძოდ  არათანაბარი  შემოსავლები და ჯანდაცვისა და სადაზღვეო მომსახურებაზე ხელმისაწვდომობის პრობლემები.  აღნიშნული   საკითხის   სიმწვავე  ყველა ადამიანის ყოველდღიურობის ნაწილია   და   სულ ერთია,  სად  ცხოვრობს ის-ქალაქად, სოფლად, დაბაში, მთაში თუ ზღვის ნაპირზე...  შესაბამისად,  პრობლემებს სხვადასხვანაირად ებრძვიან.  განსაკუთრებით აქტიურად  განიხილება    ეს  საკითხები   ქალაქებსა   და   დიდ   ურბანულ დასახლებებში.
         აღნიშნული  პრობლემა   ცხოვრების     უთანასწორო  პირობებითაა გამოწვეული და თანდათან  მეტი სიმძაფრით იჩენს თავს    ეკონომიკურად არასტაბილური ოჯახებისა და მათი შთამომავლებისათვის. ადამიანები, რომელთა ეკონომიკური მდგომარეობა  მძიმეა, არ აქვთ შემოსავალი, სტაბილური სამუშაო ადგილი და   რთულია  მათი სოციალური ურთიერთობებიც. კერძოდ,   დანარჩენი  საზოგადოებისათვის  ისინი, ღარიბი ადამიანები  არასასურველი პარტნიორები, მეზობლები ან   უსიამოვნო ნაცნობები არიან. მართალია, ხელისუფლება სოციალურად დაუცველ ადამიანებს საარსებო შემწეობას სთავაზობს,  მაგრამ   ამ ადამიანებისათვის ეს შემოსავალი არასაკმარისია და არ იძლევა   სხვა სოციალური სტატუსის მქონე პირთა მსგავსი   ადგილის დამკვიდრების შესაძლებლობას ცხოვრებაში ,  თანაბარუფლებიანობის განცდას. 
          ყოველივე ამის გათვალისწინებით,  საკამათო აღარაა,   რომ   სოციალური უთანასწორობა  ხელს უშლის  ადამიანთა  შორის ურთიეთშემწყნარებლობისა და საერთო საქმისათვის გაერთიანების პრინციპს.  აფერხებს საზოგადოების წევრთა თანამშრომლობის პროცესს,  გარემო პირობების  გაუმჯობესებაზე ორიენტირებულ  ღონისძიებებსა და ეკოლოგიური პრობლემების მოგვარებისათვის დაგეგმილ აქტივობებს. ასევე საფრთხეს უქმნის ადამიანთა ჯანმრთელობას,  განვითარების შესაძლებლობას ართმევს  საზოგადოებრივი ცხოვრების  სხვადასხვა სფეროს: განათლებას, კულტურას, სპორტის მიმართულებასაც კი...აქედან გამომდინარე  სოციალური და ეკონომიკური პრობლემების მქონე ადამიანებისათვის წარუმატებლობები გარდაუვალია, მაგრამ ამავე საფრთხის ქვეშ არიან  შედარებით მაღალი სოციალური მდგომარეობის მქონე ადამიანები, რადგან საზოგადოებრივი განვითარების პროცესი  მათთვისაც შეფერხებულია.
   აღსანიშნავია, რომ  განვითარებულ  ქვეყნებში  უთანასწორობის  პრობლემა ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრობლემად განიხილება. ,,უთანასწორობის შემცირება ამ ქვეყნებისთვის მოსახლეობის კეთილდღეობისკენ გადადგმული უმნიშვნელოვანესი ნაბიჯიაგანვითარებად და ახლად წარმოქმნილ ეკონომიკებში როგორც მეტი თანასწორობაისე ცხოვრების სტანდარტების გაუმჯობესებაარსებითადსაჭიროა მოსახლეობის უკეთესი მომავლისთვის[1].
        კვლევებმა  აჩვენა, რომ  იმ ქვეყნებში, სადაც სოციალური უთანასწორობა შემცირებულია, ადამიანთა გარდაცვალების მაჩვენებელიც მცირეა, დაცულია ქალთა უფლებები,  ნაკლებია საკუთრების ხელყოფის, მკვლელობების შემთხვევები, მცირეა მოზარდი დედების რაოდენობა, უგულებელყოფილია ბავშვთა კეთილდღეობისათვის საჭირო პირობები, არსებობს ძალადობის მეტი საშიშროებები, ადამიანები ნაკლებად ცლიან ქველმოქმედებისათვის,  ბიზნეს-ლიდერები კი არ ინტერესდებიან ჰუმანიტარული პროექტებით...
    ,,არსებობს მტკიცებულებათა განსაკუთრებით ვრცელი სიარომელიც გაზრდილ უთანასწორობას პოპულაციის ჯანმრთელობის გაუარესებასთან აკავშირებსასობით კვლევა აჩვენებსრომ შედარებით თანასწორ საზოგადოებებში სიცოცხლის ხანგრძლივობა უფრო მაღალიახოლო სიკვდილიანობა – დაბალი...(ქეით პიკეტი  – ბრიტანელი ეპიდემიოლოგიტი )
   ხოლო  ის  სოციალური ჯგუფი, სადაც უთანასწორობა მინიმუმამდეა დაყვანილი,   მდგრადი განვითარებისათვის სასიცოცხლო   ნიადაგია, რადგან  ადამიანებს არ უწევთ ენერგიისა და საკუთარი რესურსების ფლანგვა ადგილის მოპოვებისთვისა და თვითდამკვიდრებისათვის ბრძოლაში, ისინი თავიანთ უნარებს საერთო სახალხო საქმისათვის იყენებენ, თავს არ გრძნობენ გარიყულებად, მათი სტრესული მდგომარეობა მინიმუმამდეა დაყვანილი, რაც მათ შრომისუნარიანობას, ჯანსაღი კომუნიკაციის  თვისებებსა  და  წინსვლის, ცხოვრების გაუმჯობესების  მზარდ  სურვილს უნარჩუნებს.  ადამიანები  საზოგადო  ცხოვრების კეთილმოწყობაზე მეტად ფიქრობენ, რადგან საკუთარი ცხოვრება მეტ-ნაკლებად მოწყობილი აქვთ:,, ძლიერი საზოგადოებრივი ცხოვრება შედარებით თანასწორ საზოგადოებებში იმასაც ნიშნავსრომ ადამიანები საერთო სიკეთეზე უფრო მეტად არიან ორიენტირებულნი – მეტს გადაამუშავებენმეტს ხარჯავენ ჰუმანიტარულ დახმარებაშიპოზიციებს იუმჯობესებენ გლობალური მშვიდობის ინდექსშიხოლო ბიზნეს-ლიდერები უფრო მეტად ითვალისწინებენ გარემოს დაცვის საერთაშორისო კონვენციებს[2]
      თანამედროვე მსოფლიოს წინაშე  2015 წლიდან დგას ამოცანა,  რომ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში უთასწორობის შემცირება   ე. წ. ,,პალმას თანაფარდობას“ პრინციპს ემყარებოდეს, რაც იმას ნიშნავს, რომ  ქვეყანაში  მდიდართა და ღარიბთა შემოსავლებს შორის ერთგვარი წონასწორობა/თანაფარდობა   იქნას დაცული. კერძოდ:   ,,… პოპულაციის უმდიდრესი 10 პროცენტის შემოსავლები უღარიბესი 40 პროცენტის შემოსავლებს არ უნდა აღემატებოდეს“(ქეით პიკეტი, წყარო იგივე).
      რაც შეეხება სიკეთის კეთებასა და სიღარიბესთან  კეთილშობილურ ბრძოლაში ცივილიზებულ ადამიანთა მონაწილეობას, ვფიქრობ ეს აუცილებელი და შეუცვლელი პირობაა მდგრადი განვითარებისათვის. 
      ჩემს გარშემო მშობლებისაგან, მეზობლებისაგან, მეგობრებისაგან, თანატოლებისგანაც ხშირად გამიგონია კითხვა-პასუხის ტრადიციული ფორმულა-,,-როგორ ხარ?  -კარგად, არა მიშავს...“ ყოველთვის ვუსვამდი   ჩემს თავს შეკითხვას: ,,პრობლემა ხომ ამ წუთში არ გვაქვს და რად ვამბობთ, არა მიშავს-“ ახლა კი ვხვდები, ,, არ შეიძლება შენ იყო კარგად, როცა გარშემო ვინმე ცუდადაა“.
         უთანასწორობის შემცირება და შედარებით დაბალი  სოციალური შემოსავლების  მქონე ადამიანთა  ცხოვრების კეთილმოწყობა,  სიღარიბესთან ბრძოლა და  სიკეთის ქმნის  უნარი  რომ   ადამიანთა პიროვნული   თავისუფლების  გარანტიაა, ჩვენვე წაგვადგება,    მდგრადი  განვითარების მთავარი ფაქტორია  და ახალი   თაობების  სამომავლო კეთილდღეობას ისახავს მიზნად,  ეს ჯერ კიდევ რუსთაველმა თქვა მე-12 საუკუნეში:
,,მიეც გლახაკთა საჭურჭლე, ათავისუფლე მონები, მიღწვიან მომიგონებენ, დამლოცვენ, მოვეგონები-ო“.
        უთანასწორობის შემცირება სამართლიანობისა და  ობიექტურობის განცდას ამძაფრებს.   თანაბარი შესაძლებლობები  თანაბარი პასუხისმგებლობები და ერთიანი სულისკვეთებაა ქვეყნის აღმშენებლობის საშვილიშვილო საქმეში,   ერთმანეთის კეთილდღეობაზე ფიქრი, სხვისი ბედნიერებისათვის გარჯა და ,, მადლის ქმნა“ სიკეთის ნაყოფს გამოიღებს, ჩვენს საზოგადოებრივ ცხოვრებას გააუმჯობესებს, მომავალი თაობის სტაბილურ ეკონომიკურ არსებობას შეუქმნის საფუძველს,  ჩვენ აწმყოს ვაშენებთ,  მდგრადად და მკვიდრ ფუნდამენტზე,  საყრდენად ერთმანეთის ნდობას, ტოლერანტულ პრინციპებს,  თანასწორუფლებიანობასა და ერთობას ვაყოლებთ და წარმატების იმედიც გვაქვს, რადგან   ,,აწმყო შობილი წარსულისაგან არის მშობელი მომავალისა!“ 

[1] უთანასწორობის შემცირებაგანვითარებისა და კეთილდღეობის ფუნდამენტური პირობა- European.ge / 03.04.2018     სტატიის ავტორიქეით პიკეტი  – ბრიტანელი ეპიდემიოლოგიტი
[2] უთანასწორობის შემცირებაგანვითარებისა და კეთილდღეობის ფუნდამენტური პირობაRead more at: http://european.ge/utanascorobis-shemcireba-ganvitarebisa-da-ketildgeobis-fundamenturi-piroba/
Copyright © European.ge
)

Комментариев нет:

Отправить комментарий