სამოთხე დედამიწაზე

 სამოთხე    დედამიწაზე
     ყველას,    და  მათ შორის მეც, ერთხელ მაინც გვიფიქრია სხვა პლანეტაზე, ერთხელ მაინც მოგვდომებია, რომ მთვარეზე, მარსზე ან ვენერაზე  გავფრენილიყავით, იქ ჩატარებულ ლაბორატორიულ ცდებში მიგვეღო მონაწილეობა, იქაური წყალი, ჰაერი, ნებისმიერი მატერია გამოგვეკვლია, ერთხელ მაინც გაგვეთენებინა ღამე იუპიტერზე...მაგრამ ეს  შეუძლებელია! სამაგიეროდ, შესაძლებელია ჩვენი პლანეტის  ეგზოტიკური  ფლორა და ფაუნა ვიხილოთ, ჩვენი პლანეტის სიკეთეებით დავსტკბეთ.  ტურისტულ სააგენტო რომ მქონდეს,  ყველას ვურჩევდი, რომ  სწორედ ის ადგილები მოენახულებინა, რომელთა  განსაკუთრებულობამ ჩემზე წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა    ( მიუხედავად იმისა, რომ  იქ არ ვყოფილვარ, ისინი მხოლოდ ინტერნეტით ვნახე) . იქნებ ყველამ არ იცის, რომ ჩვენი პლანეტა  მრავალფეროვანი და საინტერესოა.   დედამიწა თავიდან ბოლომდე გასაოცარია ულამაზესი  და იდუმალი ადგილებით, ადგილებით,  რომლებიც თავიანთი მშვენიერებითა და დიდებულებით  ატყვევებენ მნახველებს, სულიერად ამშვიდებენ. ადგილები,  რომლებიც სამოთხეს ჰგავს, სამოთხეს -დედამიწაზე.
     ულამაზესია სეიშელის კუნძულები,  რომლებიც ტროპიკული მცენარეების საშობლოა. ეს მშვენიერი  კუნძულოვანი სახელმწიფო მდებარეობს ინდოეთის ოკიანის დასავლეთ ნაწილში.
ქვეყნის შემადგენლობაში შედის 100-მდე კუნძული,  მათგან  33-ია დასახლებული. 2010  წლის  მონაცემებით ქვეყნის მოსახლეობა  90 945 ადამიანია. სახელმწიფოს ყველაზე დიდი კუნძულია მაე,   რომელზეც  მდებარეობს ქვეყნის დედაქალაქი. მისი ფართობი   142 კვადრატული კმ-ია.  
 თუ გავითვალისწინებთ სეიშელის კუნძულების  გეოლოგიურ აგებულებას, ისინი  გრანიტის და მარჯნის კუნძულებად იყოფა.   ეს ადგილი მართლაც სამოთხეა დედამიწაზე.
  თვალისმომჭრელი ლანდშაპტით ცნობილია იტალიის ერთ-ერთი პროვინცია ტოსკანა, რომლის ფართობი 23 000 კვადრატული კმ-ია. მართლაც ულამაზესი ადგილია.
მოზამბიკისა და ტანზანიას შორის მდებარე მალავის ტბაშში 1000-ზე მეტი სახეობის საოცარი და ეგზოტიკური თევზი ბინადრობს. ტბის სიღრმე  706 მ-ია.
გამაოგნებელია აშშ-ში მდებარე ვულკანში წარმოქმნილი კრატერის ტბა. ეს ტბა 7700 წლის წინათ ვულკან  მაზამის დანგრევის შედეგად ჩამოყალიბდა. მისი მაქსიმალური სიღრმე  594 მ-ია.
თავისი ულამაზესი ლანდშაფტითა და ველური ბუნებით „ყვირის“ კომოს ტბა, რომელიც 400 მ სიღრმისა და 146 კვადრატული კმ-ია. ტბის შუაგულში მდებარეობს 3 ქალაქი.  ჯერ კიდევ რომაული  ხანიდან კომოს ტბა  არისტოკრატთა თავშეყრის ადგილს წარმოადგენდა დღეისათვის კი მნიშვნელოვანი ტურისტული ზონაა.
მდინარე, რომელიც პირდაპირ „სამოთხედან არის გამოქცეული“  კოლუმბიაში მდებარეობს.  მას   „კრისტალური“   ჰქვია  და მასში 5 სხვადასხვა ფერს შეამჩნევთ, ესენია: ყვითელი, მწვანე, წითელი, შავი,  ცისფერი. ადგილობრივები კრისტალურს „ხუთი ფერის მდინარესაც“ ეძახიან.
გუანმინშანის   მთის ფერდობზე მდებარეობს დედამიწის უმშვენიერესი ადგილი- „ლერწმის სალამურის“ მღვიმე.
  ქალაქ  ვაშოუში ე.წ „მფრინავი გეიზერების“ მდელოა, რომელიც არაამქვეყნიურ ქმნილებას  ჰგავს.  შეიძლება იფიქრო, რომ სხვა პლანეტიდანაა, მაგრამ- არა!   ეს განსაცვიფრებელი ადგილი სწორედ ჩვენს პლანეტას ეკუთვნის. ყველაზე კრეატიულ „არქიტექტორს“- დედამიწას.
   ალბათ ყველა დამეთანხმებით, რომ  ეს ულამაზესი ადგილები მართლაც სამოთხეს ჰგავს. ისინი ზღაპრულია,  მაგრამ   ყოველთვის, როცა თვალებს დავხუჭავ და მოგზაურობაზე  ვოცნებობ, მახსენდება,  რომ   დედამიწას ზრუნვა და გაფრთხილება სჭირდება. 

მიზანი  11: ქალაქებისა და დასახლებების ინკლუზიური, უსაფრთხო და მდგრადი განვითარება.
მიზანი 15: დედამიწის ეკოსისტემების დაცვა, აღდგენა და მდგრადი გამოყენება, ტყეების გონივრული მართვა, გაუდაბურების აღკვეთა, ნიადაგის დეგრადაციის შეჩერება და  აღდგენა-გაუმჯობესება, ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება.

Комментариев нет:

Отправить комментарий