ალისფერი წვიმა

/ წ 27 ნოემბერს ქალაქ ვალის N2 საჯარო სკოლაში, მოსწავლეთა თვითმმართველობის ინიციატივით, კერძოდ კი," შემოქმედთა კლუბი"-ს ლიდერის მელანო სართანიას ინიციატივითა და ძალისხმევით სკოლაში უჩვეულო და ორიგინალური ღონისძიება ჩატარდა სახელწოდებით "ალისფერი წვიმა" , ღონისძიება თავად ინიციატორმა გახსნა ულამაზესი ჩანახატით. ღონისძიებაში,ასევე მონაწილეობას იღებდნენ სკოლის ,,შემოქმედთა კლუბი"-ის წევრები და სსმ მოსწავლე. სკოლის ადმინისტრაციამ აღნიშნული ღონისძიება დადებითად შეაფასა და წარმატება უსურვა კლუბს სამომავლო საქმიანობაში. აქვე გთავაზობთ ლიდერი შემოქმედის-მელანო სართანიას ჩანახატს: "სადღაც წარსულში ჯერ არ აღმოჩენილი პლანეტა აბობოქრებულ გრძნობებს მარადისობამდე მიათრევდა. მაგრამ, როცა გრძნობებით დატვირთული დედამიწას მოუახლოვდა წაიბორძიკა და გრძნობები დედამიწაზე მიმოფანტა. სამწუხაროდ გრძნობები ვერავინ შეამჩნია და ყველასგან უარყოფილნი ოქროსფრად მოელვარე მზისქვეშ მიიმალნენ. გავიდა დრო და ცხოვრებამ იფიქრა რომ გრძნობები უკეთესს გახდიდა სამყაროს, ამიტომ გრძნობები მზის სპეტაკ სხივებს მოპარა და ადამიანებს აჩუქა. ვარდივით გაწითლებულ სიყვარულს, რომელიც საკუთარ ეკლებსაც კი ემალებოდა ცხოვრებამ უთხრა: „ სიყვარულო გულის ვარდო რაზე ფიქროდ რისთვის დარდობ? აქ რას ზიხრ მორიდებით დღე გაანათე ფიქრებით „ შემდეგ გამჭირვალე სიმართლეს, რომელიც თავის ლანდებ ქვეშ მიმალულიყო გამოუცხადა: „მთვარის სიჩუმე გაჰყვება ქარს როცა მზის სხივი გაახელს თვალს იდუმალება გაიგებს აზრს როცა სიმართლე გააღებს კარს „ ცხოვრებამ სიმართლე სარკეში ჩაახედა. სიმართლის ანუ რეალობის მიღმა კი მღელვარე ოცნებებმა დაისადგურეს. შემდეგ ცხოვრებამ დრო გამოაღვიძა და მიახვედრა თუ როგორ იკარგება გზადაგზა „ წამი წუთს მისდევს წუთები ითვლიან საათებს საათები დადიან დღეებში დღეები იქცევა თვეებად თვეებს მოჰყვება წლები წლებიც ოდესღაც საუკუნედ გარდაიქცევა“ სიმშვიდე ირგვლივ გამეფებულ ქაოსს მიღმა იმალებოდა, როცა ცხოვრებამ ხელი მოკიდა „მოფარფატე ფიქრებს შეერევა ღამე ეჰ სიჩუმის წუთებს შეედრება რამე დააწყნარე მიწა დაამშვიდე ეს ცაც დამშვიდდება ზღვებზე ანთებული ზეცაც“ როცა სიმშვიდემ სამალავი დატოვა მას ეს სიწმინდე და სინაზეც გამოჰყვა მერე თქვა კმაყოფილმა ამ ცხოვრებამ „ეს ფიქრიც გაათავისუფლოს ოცნებამ ოცნებები დააწვება ფიქრებს და ბებერ მთებს ზეცა დააბიჯებს ვარსკვლავ-ვარსკვლავად დადნება მთვარე ქარიან ფიქრებს დაათოვს ღამე თითქოს ფიქრებმაც დაკარგეს რამე“ გრძნობებს თავისუფლება ავტომატურად გამოჰყვა და მეგობრობის უბანში შურმა ბინა დატოვა ბოლოს კი ცხოვრებამ ერთგულება და სიმამაცე გაათავისუფლა. მას შემდეგ ჩუმი ფიქრებით სავსე დედამიწაზე ცხოვრება მიდის და თუ ოდესმე გაქრება იგი მაშინ იმედის სხივიც გაქრება, მაგრამ იცოდეთ გულში იმედის სხივი ყოველთვის მაინც დარჩება სწორედ აი ასე, გრძნობებმა ცხოვრებაში ბედნიერება და იმედი შემოიტანეს.
  
                                            

Комментариев нет:

Отправить комментарий