დედამიწის გაფიცვა

გავუფრთხილდეთ დედამიწას, არ მოგვიწყოს მან გაფიცვა !!!
   დედამიწა  სიცოცხლისათვის საჭირო ყველა პირობას გვაძლევს, მაგრამ ჩვენ წინდაუხედავად   და  დაუდევრად ვიყენებთ  მშობლიური პლანეტისგან ბოძებულ რესურსებს. მას არ ვაფასებთ, არ ვუფრთხილდებით, არ ვიცავთ, ვაბინძურებთ, ვაზიანებთ, თითქოს მას გამუდმებით ვებრძვით! ის კი  ცდილობს,  როგორმე გადარჩეს და მოგვაწოდოს ჩვენთვის ასე აუცილებელი ჟანგბადი,  წყალი,   საკვები,  მზის   სითბო   და იდეა- ცხოვრების    მშვენიერებისა   და     სიცოცხლით ტკბობის   შესახებ   (საოცარ ფლორასთან და ეგზოტიკურ  ცხოველთა   სამყაროსთან   ერთად),    საკუთარ   გულში   დამალული  უამრავი სასარგებლო წიაღისეული, მომავლის იმედი  და   ბევრი სხვა რამ.
      მე რომ მის ადგილზე ვყოფილიყავი,  დიდი  ხნის  წინ გავიფიცებოდი და ადამიანებს ბედის ანაბარა დავტოვებდი. გავაჩერებდი წყლის წრებრუნვას, ხეებს ვუბრძანებდი- ჟანგბადი აღარ გამოეყოთ,   ( რადგან ადამიანები მათ გამუდმებით ჩეხავენ) ,   მზის სხივებს გალაქტიკაში დავტოვებდი და სითბოს აღარ მივიღებდი, აღარ ვიბრუნებდი,   აღარც ჩემი ღერძის და აღარც მზის გარშემო. დედამიწზე სიცოცხლე აღარ იარსებებდა...
      საბედნიეროდ,   ჩვენს პლანეტას ჩემზე უკეთესი ხასიათი და მოთმინების უნარი აქვს, ამიტომ ცდილობს გადაგვარჩინოს და გააგრძელოს წყლის წრებრუნვა, ყველაფრის მიუხედავად,   ხეებმა მაინც შთანთქონ ნახშირორჟანგი და გამოყონ ჟანგბადი, სითბო შეინარჩუნოს და იბრუნოს,   როგორც საკუთარი ღერძის,  ასევე - მზის გარშემო,  მაგრამ სადამდე?!  სადამდე ეყოფა მოთბინება  ?!  როდემდე გაუძლებს ჩვენს ასეთ ზეწოლას?!    თუ   ისევ გავაგრძელებთ მისთვის ტკივილისა და ტანჯვის მიყენებას,  ვეღარ   გაუძლებს და უბრალოდ სიცოცხლეს შეწყვეტს.
    მე რომ დედამიწასთან საუბარის საშუალება მქონოდა,   ბოდიშს მოვუხდიდი  ყველაფრისთვის,  რაც ადამიანს მისთვის დაუშავებია,  მაგრამ „ ბოდიში რომ წამალი იყოს,  აფთიაქში გაიყიდებოდა“, ამიტომ ჩემი ბოდიშით ვითარებას ვერ გამოვასწორებდი, მაგრამ თუ ჩვენ ყველა ერთად ვიმოქმედებთ,  ყველაფერი მოგვარებადია.   მოდით,  დედამიწას  ყველა ერთად  გავუფრთხილდეთ,   სანამ  მართლა გაიფიცება !
         პარტნიორობა და ერთმანეთის მხარში დგომა ყველაფერს გამოასწორებს. 
       როდესაც ჩვენი პლანეტის განუმეორებლობაზე ვსაუბრობთ, არ  უნდა დაგვავიწყდეს, რომ  მსოფლიო ყოველწლიურად  გრანდიოზული   ღონისძიებებით აღნიშნავს  როგორც დედამიწის   დღეს (ის შეერთებული შტატების სენატორმა გეილორდ ნელსონმა დააფუძვნა გარემოზე სამსჯელოდ და პირველად 1970 წლის 22 აპრილს გაიმართა),   ისე-გარემოს დაცვის საერთაშორისო დღეს  ( 5  ივნისს).  იგი დღესრღეობით ყოველწლიურად აღინიშნება 193-ზე მეტ ქვეყანაში, ხოლო მსოფლიოში მრავალი გაერთიანება დედამიწის კვირას აღნიშნავს.   უნდა აღინიშნოს, რომ 2016 აშშ, ჩინეთის  და სხვა 120 ქვეყნის მიერ ხელი მოეწერა  ,,პარიზის შეთანხმებას“, რის შედეგადაც უნდა ამოქმედდეს ისტორიული კლიმატის  დაცვის შეთანხმება. იგი 2015 წელს  გაეროს კლიმატის ცვლილების კონფერენციის მონაწილე 195 სახელმწიფომ დადო პარიზში.
     საყურადღებოა, რომ   ჩვენს სკოლაშიც არაერთხელ აღგვინიშნავს ეს დღე  საინტერესო ღონისძიებებითა თუ პროექტ-გაკვეთილებით:  ,,ჩემი მწვანე საკლასო ოთახი“,  ,,დარგე ხე,  გაამწვანე გარემო“,  ,,გამომშვიდობება ნეკერჩხლის წითელ  ფოთოლთან“,  ,,შვლის ნუკრის ნაამბობი  და ხერხემლიანი ცხოველები“  და სხვ.
    ასე თუ  ისე , ცხადია ყველაფერი რაც ჩვენ ვაკეთეთ დედამიწისათვის , მსოფლიოსთან ერთად თუ მის გარეშე არასაკმარისია,  არ  გავჩერდეთ, წინ დედამიწის გადასარჩენად!
     გავუფრთხილდეთ   დედამიწას, არ მოგვიწყოს მან გაფიცვა!



    










    

Комментариев нет:

Отправить комментарий